მუსიკა დაწერილია Richard Rodgers-ის, ხოლო ტექსტი – Oscar Hammerstein – ის მიერ. მათ ეს სიმღერა შექმნეს მიუზიკლ “კარუსელისთვის” 1945 წელს.

თავდაპირველად სიმღერა პოპულარული იმან გახადა, რომ თავის დროზე მას ისეთი მომღერლები ასრულებდნენ, როგორებიც იყვნენ: ფრენკ სინატრა, ელვის პრესლი და სხვები.

დიდი წარმატება You”ll never walk alone -ს 60-იანმა წლებმა მოუტანა, რადგანაც სიმღერა ჩაიწერა და გადააკეთა ცნობილმა ჯგუფმა ლივერპულიდან – Gerry & The Pacemakers-მა. 1963 წლის 26 ოქტომბერს სიმღერამ დაიკავა პირველი ადგილი დიდი ბრიტანეთის ჩარტებში. მალე სიმღერა გახდა ჰიმნი საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ასრულებდნენ ამ სიმღერას რამდენიმე წუთით ადრე მატჩის დაწყებამდე და საფინალო სასტვენის შემდეგ.სიტყვები – You”ll never walk alone გამოჩნდა კლუბის ემბლემაზე,აგრეთვე გაკეთდა წარწერა იგივე სიტყვებით ენფილდ როუდის შესასვლელში.

მთელს მსოფლიოში ამ სიმღერის დასახელება ასოცირდება სწორედ საფეხბურთო კლუბ “ლივერპულთან”.

დღეს You”ll never walk alone შეიძლება მოისმინო შემდეგი ქვეყნების კლუბების ქომაგთა მიერ:

ინგლისი-”ლივერპული”, “იფსვიჩი” ;
შოტლანდია – “სელტიკი” ;
ბულგარეთი – “ცსკა” (სოფია) (ამ კლუბის გულშემატკივრებმა თავდაპირველ ტექსტს თავიანთი სიტყვები დაუმატეს);
ავსტრია-”რაპიდი”(ვენა);
ჰოლანდია-”აიაქსი”,”ფეინოორდი”.
გერმანია – “შტუტგარტი”, “ბორუსია” (დორტმუნდი) , “შალკე”, “ვერდერი”, “სანკტ-პაული”, “ალემანია”,”მაინცი”, “კაიზერსლაუტერნი”;
იაპონია – “ტოკიო”;
იტალია – “ჯენოა”, “ვერონა”;
ბელგია-”ბრიუგე”,”ანტვერპენი”,”მეხელენი”;
ისრაელი-”მაკაბი”(ჰაიფა),”ბეითარი”(იერუსალიმი)

ავტორი |2019-02-26T13:09:29+04:0026/02/2019|კატეგორია: კატეგორიის გარეშე|0 კომენტარი


Please Login to comment
  გამოწერილი  
Notify of