ჯინის იდეალური შემცვლელი - "ლივერპული" პრემიერლიგის ვარსკვლავს არ ეშვება

ჯინის იდეალური შემცვლელი - "ლივერპული" პრემიერლიგის ვარსკვლავს არ ეშვება

"ლივერპულისთვის" ერთ-ერთი პრიორიტეტული ჯინი ვეინალდუმის შემცვლელის პოვნაა, რომელიც კარიერას "პსჟ"-ში გააგრძელებს.

მედიაში მისი პოტენციური შემცვლელის თაობაზე ჭორები არ წყდება, ბოლო ხანებში კი ყველაზე აქტიურად იური ტილემანსის ვარიანტი განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ "ლესტერის" პოზიციიდან გამომდინარე, ბელგიელის ყიდვა რთული მისია იქნება, მერსისაიდელები მას არ ეშვებიან.

Daily Mail იტყობინება, რომ "ლივერპულის" ინტერესი რეალურია. მეტიც, როგორც ირკვევა, წითლები მისი თაყვანისმცემლები ჯერ კიდევ 2017 წლიდან არიან, როცა 24 წლის ნახევარმცველი "ანდერლეხტში" თამაშობდა.

იურგენ კლოპი იურის ნიდერლანდელი ნახევარმცველის იდეალურ შევსებად განიხილავს.

 

1 თვის წინ
940 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 443
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ