რა შემთხვევაში შეიძენს "ლივერპული" პედრო გონსალვეშს - პორტუგალიური მედია გააქტიურდა

Correio da Manha-ის ინფორმაციით, პედრო გონსალვეში "ლივერპულის" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და კლუბი მის გადაბირებას ზაფხულში აქტიურად შეეცდება.

მიუხედავად იმისა, რომ "სპორტინგი" მის შენარჩუნებას ცდილობს და აპირებს გონსალვეში მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიყენოს, ზაფხულში 60 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში, ნებისმიერ კლუბს მისი წაყვანის შესაძლებლობა მიეცემა.

60 მილიონი ევრო 22 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაა და წყაროს ცნობით, იმ ფონზე, რომ "ლივერპულს" მანე-სალაჰი-ფირმინოს რეალური შემცვლელი დიოგო ჟოტას გარდა არ ჰყავს, კლუბმა შეტევითი პოტენციალის გაძლიერებაზე უნდა იფიქროს და გონსალვეშის შეძენას ეცადოს.

პორტუგალიის ჩემპიონატში პედრომ მიმდინარე სეზონში მეტოქის კარის აღება 14-ჯერ მოახერხა.

1 თვის წინ
264 / 0
Gerrard
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 187
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ