გიგზმა ალექსანდერ-არნოლდი დაიცვა: “ტრენტს ახლა ეს სჭირდება”

გიგზმა ალექსანდერ-არნოლდი დაიცვა: “ტრენტს ახლა ეს სჭირდება”

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ რაიან გიგზმა "წითელი ეშმაკებისა" და "ლივერპულის" სათასო მატჩის შემდეგ მერსისაიდელთა მარჯვენა მცველზე ტრენეტ ალექსანდერ-არნოლდზე ისაუბრა.

გიგზის თქმით, ინგლისელის ბოლო დროინდელი ცუდი ფორმა ლოგიკურია, რადგან ფეხბურთელი ახალგაზრდაა და ასეთ დროს კრიზისი ყველა მოთამაშეს ეწყება.

"მახსოვს ჩემი მესამე და მეოთხე სეზონი, მაშინ ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობ, ამ ასაკში ასეთი რამ ხდება ხოლმე".

"ვხვდები, ახლა ტრენტზე უდიდესი წნეხია, რადგან ის ადგილობრივი კადრია და გულშემატკივრის თვალში თამასა ზევით ასწია. ქომაგები არნოლდისგან საუკეთესოს ჩვენებას ითხოვენ".

"გაითვალისწინეთ მისი ასაკი. ალექსანდერ-არნოლდს ახლა ყველაზე მეტად ფიზიკური და მენტალური დასვენება სჭირდება, თუმცა ისიც ცხადია, რომ სეზონის ამ მონაკვეთში ეს რთული იქნება", - განაცხადს გიგზმა.

 

1 თვის წინ
366 / 2
Gerrard
user
Batoni Aleqsandre ჩავარდნა აქ დროებითი, უმეტესად ახალგაზრდა მოთამაშეებს ესე ემართებათ ვინც ადრე იხსნება. გადაუვლის, არ გადაუვლის და მაგისი აჯობებს
user
Gerrard ზედმეტად ბევრს ლაპარაკობენ ამ ბიჭზე, როგორც იტყვიან - “გაუხურეს საქმე”
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ LIVERPOOLFC.GE-ის?

დადებითად
უარყოფითად
ჯერ მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 190
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, კეიტა, ფაბინიო, ჟოტა

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ