"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ვირჯილ ვან დეიკის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
მერსისაიდული გრანდის ქომაგებისთვის ახლა ნიდერლანდელის თემა კიდევ უფრო მტკივნელია, რადგან დაცვის ცენტრში პრობლემებს გუნდისთვის ძალიან არასასიამოვნო შედეგები მოაქვს.
კლოპის განცხადებით, ვირჯილი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა გერმანელმა არ იცის, როდის შეძლებს ის დაბრუნებას.
"მე მას დილით ვესაუბრე ტელეფონით. კარგად გამოიყურება, კარგ ხასიათზეა. სიტუაცია დამაიმედებელია, თუმცა ნამდვილად არვიცი, როდის შეძლებს დაბრუნებას".
"ჯერ კიდევ უამრავი ეტაპია გასავლელი. ეს ტრავმა მეც გადამიტანია". - განაცხადა კლოპმა.