კლოპი ხელმძღვანელობისგან "რეალის" ფეხბურთელის გადაბირებას ითხოვს

კლოპი ხელმძღვანელობისგან "რეალის" ფეხბურთელის გადაბირებას ითხოვს

"Todofichajes"-ის მტკიცებით, იურგენ კლოპმა ხელმძღვანელობას ედერ მილიტაოს გადაბირება სთხოვა. "Evening Standard"-ის ინფორმაციით, "რეალი" ბრაზილიელი მცველის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს.

"ლივერპულს" დაცვის ცენტრში კვლავ პრობლემები აქვს, ხოლო გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მილიტაოს ტრანსფერი გუნდს ზემოთ აღნიშნული პოზიციის დარეგულირებაში დაეხმარება.

ბოლო დღეებში დაიწერა ნიკოლა მილენკოვიჩის ვარიანტზეც, რომელიც "ფიორენტინაში" კარგად გამოიყურება, თუმცა კლოპს სწრაფი მცველის ვარიანტი უფრო ხიბლავს, ამიტომ ედერის ტრანსფერის ალბათობა გაცილებით უფრო მეტია ვიდრე სერბი ფეხბურთელის.

1 თვის წინ
841 / 0
გოგა ნაჭყებია
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 187
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ