რატომაა "ჩელსი" ცხრილში "ლივერპულზე" წინ და ვინ გახდება ჩემპიონი ამ შემთხვევაში

რატომაა "ჩელსი" ცხრილში "ლივერპულზე" წინ და ვინ გახდება ჩემპიონი ამ შემთხვევაში

პრემიერლიგის საწყისი ტურების შემდეგ, ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატებს, "ლივერპულსა" და ლონდონის "ჩელსის" იდენტური მაჩვენებლები აქვთ - თანაბარი ქულები, გოლების შეფარდება და ურთიერთშეხვედრები.

ტურნირის ცხრილში პირველ ადგილზე "არისტოკრატები" არიან, რამაც ფანებში მცირე გაუგებრობა გამოიწვია, ახლა კი ამ ყველაფრის ახსნას გთავაზობთ:

გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი თანაბარია, ამჟამად ისინი ერთ პოზიციაზე არიან და "ჩელსის" წინ ყოფნა უბრალოდ ფორმალობაა - გამომდინარე იქიდან, რომ ცხრილში პირველ ადგილზე აუცილებლად რომელიმე გუნდი უნდა იყოს და ამ პოზიციას ორი კლუბი ვერ გაიყოფს. რატომ "ჩელსი"? იმიტომ, რომ ანბანის მიხედვით, ისინი უფრო წინ არიან, თუმცა როგორც უკვე ვთქვით, ეს არაფერს ნიშნავს.

ბუნებრივია, იმის შანსი, რომ პრემიერლიგის ბოლომდე ამ ორმა გუნდმა მსგავსი იდენტური შედეგების დაფიქსირება გააგრძელოს, პრაქტიკულად გამორიცხულია, მაგრამ რა მოხდება ამ შემთხვავაში?

პირველ რიგში, ყურადღება ურთიერთშეხვედრებში მოპოვებულ ქულებს მიენიჭება - ენფილდზე ფრის შემდეგ, სტემფორდ ბრიჯზე გასამართი დაპირისპირების მნიშვნელობა იზრდება. აქაც ფრის შემთხვევაში, უპირატესობა გასვლაზე გატანილ გოლებს მიენიჭება - გუნდი, რომელმაც ურთიერთშეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი გაიტანა, ჩემპიონიც გახდება. 

ჩნდება კითხვა, რა მოხდება აქაც იდენტური მაჩვენებელის შემთხვევაში - საქმე უკვე დამატებით თამაშამდე მივა. "ჩელსი" და "ლივერპული" ერთმანეთს ნეიტრალურ სტადიონზე შეხვდებიან. 

ალბათ არ გაგიკვირდებათ, მაგრამ მსგავსი შემთხვევა ინგლისის ჩემპიონატში აქამდე არ დაფიქსირებულა.

 

1 თვის წინ
703 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 541
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ