Sky Sports-მა “ლივერპულის” სეზონის ნახევარი შეაფასა

Sky Sports-მა “ლივერპულის” სეზონის ნახევარი შეაფასა

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ის მიმომხილვმა ჯერარდ ბრენდმა "ლივერპულის" სეზონის ნახევარი შეაფასა და მომდევნო ნახევართან დაკავშირებით თავისი სურვილი გამოხატა.

"ლივერპული" გასულ სეზონში პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო, ხოლო მათი დაცვა უმაღლეს დონეზე გამოიყურებოდა. წელს ეს თითქოს გაქრა, რაც გარკვეული მიზეზებით აიხსნება".

"ასტონ ვილასთან" 2:7 მარცხი, ხოლო შემდეგ ვირჯილ ვან დეიკის დაკარგვა, რასაც მოჰყვა ტიაგო ალკანტას ტრავმა, ჟოტას დაზიანება და მატიპის ასევე ხშირი ტრავმიანობა. ეს ყველაფერი გუნდის უარეს შედეგებს განაპირობებდა, თუმცა "ლივერპულმა" თავისი თამაში მაინც იპოვა და საჩემპიონო რბოლაში ჩაება. სხვა ყველა წინა სეზონში მათ ეს გაუჭირდებოდათ".

"ლივერპულს" სეზონის მეორე ნახევარში იღბალიც უნდა დაუბრუნდეს და თავისი სათამაშო დონეც დაიბრუნოს. ვფიქრობ, კლუბი სტრუქტურულად ძლიერია, მათი შეტევა საოცარია".

"მატიპის დაბრუნება ბევრ რამეს გამოასწორებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნახევარდაცვაში მეტი ფეხბურთელი გაჩნდება, ხოლო ეს თავის მხრივ, შეტევითი პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს. ნახევარმცველები და მათი ენერგია ყველაფერია "ლივერპულისთვის". ვიმედოვნებ, ფაბინიოს მალე ვიხილავ დაცვიდან ნახევარდაცვაში აწეულს". - წერს ანალიტიკოსი.

შემოგვიერთდით ლივერპულის ქართველი ქომაგების ჯგუფში: ბმული

 

1 თვის წინ
314 / 4
Gerrard
user
CHIPE888 სულ მიყვარს ხოლმე ჟურნალისტები რო აფასებენ და განიხილავენ სეზონს,მაგრად ვხალისობ ხოლმე. ვერცერთი ჟურნალისტი ვერ შეაფასებს კლოპის გადაწყვეტილებებს და ტაქტიკურ მონახაზს. იმიტომ არის ჟურნალისტი ეს და კლოპი მწვრთნელი. კლოპი ხო არ ცდილობს,რომ ამ ჟურნალისტს შეუფასოს წელი და არც ეს ჟურნალისტი უნდა ცდილბდეს მაგას. არავინ არ იცის,კონკრეტულად რამ გამოიწვია ჩავარდნა და რატომ ატარებს ტრენტი ცუდ თამაშებს. მახსოვს,რობო ვერ თამაშობდა კარგად და უამრავი ჟურნალისტი აფასებდა მის თამაშს. მერე გაირკვა რო ტკივილგამაყუჩებლებით თამაშობდა და მაგიტომ ვერ აჩვენებდა თავის დონეს. ტრანვის შემდგომ დაეწყო ტრენტს ამბები და შესაძლოა ისევ აწუხებს ტკივილები.საკადრო პრობლემების გამო მაინც ათამაშებენ. ტრანვები რაღაც გავლენას ახდენს,მაგრამ ამ ჩავარდნის მთავარი მიზეზი არ არის. კლოპი ცდილობს გადააწყოს გუნდი და ახალ მონახაზს ამუშავებს. ამის შედეგებს მალე ვნახავთ და მერე აღარ იქნება მსგავსი კომენტარები.სიტიც არასტაბილური იყო წელს,მარა მერე აღიარა გვარდიოლამ რო ახალ სქემას ამუშავებდა და ეხლა კარში ვერ ურტყავენ სიტის. დიდ მწვრთნელებს აქვთ მსგავსი რაღაცეების გაკეთების ხუშტური და კლოპიც ასეა. ჩემი აზრით,უძლიერეს ლივერპულს ვიხილავთ თებერვალში,რომელიც ყველანაირი სცენარისთვის იქნება მზად.
user
Shotikakhidze არ მგონია ფაბინიო კაი მცველი ისედაც ,ინდივიდუალურად კი ,მაგრამ ლიდერი არაა დაცვის ,თამაშგარისას სულ რჩება ,ერთმა გუნფმა შეგვიტია და 3 გაგვიტანა ,მანამდე აულ ავტობუსებს ვეთამაშეთ და ერთხელ გვიტევდნენ თამაშდი და კი გვიტანდნენ იმასაც 
user
user
Shotikakhidze ვეთანხმები ,ნახევარდაცვა აკეთებს თამაშს ...ფაბი არ მიმაჩნია ისედაც რო კაი


poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ LIVERPOOLFC.GE-ის?

დადებითად
უარყოფითად
ჯერ მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 190
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, კეიტა, ფაბინიო, ჟოტა

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ