ინგლისის პრემიერ ლიგა ფეხბურთელებს ახალ რეგულაციას უწესებს. განახლებული პროტოკოლის მიხედვით, მოთამაშე, რომელიც ბრიტანეთის საზღვარს დატოვებს, დაბრუნების შემდეგ 10 დღიან თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს.
იზოლაციის ვადა შეიძლება შემცირდეს 5 დღის შემდეგ, თუ სპორტსმენს კორონავირუსის სიმპტომები არ გამოუვლინდება და მისი პასუხიც ტესტზე უარყოფითი იქნება.
გადაწყვეტილებამ შესაძლოა გარკვეული პრობლემებიც კი შექმნას, რადგან გაზაფხულზე ფეხბურთელებს ჩემპიონთა და ევროპის ლიგის მატჩების გამართვა საზღვარგარეთ აუცილებლად მოუწევთ, ხოლო მარტის ბოლოს კლუბები მოთამაშეებს სანაკრებო პაუზაზე გაუშვებენ.