სტივენ ჯერარდი “ჩელსიდან” ლამპარდის გაშვებას გამოეხმაურა

სტივენ ჯერარდი “ჩელსიდან” ლამპარდის გაშვებას გამოეხმაურა

"ლივერპულის" ლეგენდამ და ამჟამად შოტლანდიური "რეინჯერსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა ფრენკ ლამპარდთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ორშაბათს "ჩელსიმ" არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ლამპარდი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, ხოლო მის ადგილზე ტომას ტუხელის კანდიდატურას განიხილავს.

"ძალიან მწყინს ის, რაც ფრენკს შეემთხვა, შევდივარ მის მდგომარეობაში. ლამპარდი ჩემი ყოფილი თანაგუნდელი იყო, მას უდიდეს პატივს ვცემ".

"ვფიქრობ, ახლა ლამპარდი დროს თავის ოჯახს დაუთმობს, ხოლო დიდ სპორტში ისევ დაბრუნდება, ახალი ენერგიით".

"იმედგაცურებული ვარ. გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს, მან უკანასკნელ მატჩში გამარჯვების მოპოვება მოახერხა".

"ჩელსის" შეეძლო ასეთ რთულ დროს ფრენკის გვერდით დამდგარიყო და ისე შეეცვალათ სიტუაცია, თუმცა ნამდვილად არვიცი, რა ხდებოდა კლუბის შიგნით".

"თუმცა, "ჩელსის" მსგავსი გამოცდილება ჰქონია. ასე რომ, მაინც გაკვირვებული არ დავრჩენილვარ". - განაცხადა ჯერარდმა.

შემოგვიერთდით ლივერპულის ქართველი ქომაგების ჯგუფში: ბმული

1 თვის წინ
649 / 5
Gerrard
user
CHIPE888 ჩელსი ეგრე იქცევა სულ და ასე იქცევიან ტრადიციის არ მქონე გუნდები. როგორც დაიწერა,გაკეთებული ტრანსფერებიდან მხოლოდ ერთი იყო ფრენკის სურვილი და მწვრთნელს მოუყვანეს ფეხბურთელები,რომლებიც არ სჭირდებოდა. ეხლა შედეგს თხოვდნენ და ვერ დადო. რაც შეეხება სტივის განცხადებას,კარგია თუ თავისუფალი ადამიანი ხარ და თანაგუნდელს ექომაგები,მაგრამ რეინჯერსის მწვრთნელი არ უნდა განიხილავდეს სხვა გუნდის შიდა საქმეებს. ჩელსი რანაირადაც იქცევა მისი საქმეა და არა რეინჯერსის მწვრთნელის. აზრის დაფიქსირება შეიძლებოდა,მაგრამ ჩელსისთვის ბრალდები წაყენება არა. ბევრი აქვს სასწავლი კიდევ და ჯერ ადრეა ლივერპულში დაბრუნება.კაპიტანი იყო და მსგავს კომენტარებს არ აკეთებდა,ეხლა რა დაემართა.
user
Shotikakhidze კარგი ჟესტია სტივისგან 
user
Gerrard Shotikakhidze ნამდვილად
user
Gerrard კლოპის შემდეგ გელოდებით, სტივ!
user
This Means More სტივ შენ არ გემუქრება ეგეთი რამე იმიტომ რომ ლივერპული ოჯახია :)
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ LIVERPOOLFC.GE-ის?

დადებითად
უარყოფითად
ჯერ მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 190
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, კეიტა, ფაბინიო, ჟოტა

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ