ვაინალდუმს ახალი მსურველები გამოუჩნდნენ

ვაინალდუმს ახალი მსურველები გამოუჩნდნენ

"Calciomercato"-ს ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში "მილანი" ჯინი ვაინალდუმის გადაბირებას ეცდება. "Le10Sport" კი წერს, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი "პსჟ"-საც სურს.

ვაინალდუმი "ლივერპულთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და ზაფხულში ახალ კლუბში გადაბარგება აქვს გადაწყვეტილი. მალდინი და ლეონარდო კი მის დასარწმუნებლად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

მიუხედავად ზემოთ ხსენებული ორი კლუბის ინტერესისა, მთავარ ფავორიტად კვლავ "ბარსელონა" რჩება რონალდ კუმანის ფაქტორის გამო, რომელსაც ჯინისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, რაც კატალონიაში ტრანსფერის შანსს ძალიან ზრდის.

1 თვის წინ
323 / 0
გოგა ნაჭყებია
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 187
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ