გავლენიანი სპორტული გამოცემის "talkSPORT"-ის ერთ-ერთმა პრეზენტატორმა "ლივერპულის" ხელმძღვანელობას ფირმინოს შემცვლელად ჟირუ ურჩია.
"ფირმინოს როლის მორგება მოედანზე ცოტა ფებურთელს შეუძლია და ერთ-ერთი ასეთი ჟირუა, რისი ნათელი მაგალითიც მსოფლიო ჩემპიონატი იყო. 35 წლის ასაკშიც შესაშურ ფორმაშია."
"ვფიქრობ, რომ ოლივიე კიდევ ორი წელი შეძლებს მაღალ დონეზე ასპარეზობას. რაღაც მხრივ იგი ტედი შერინგემს მახსენებს." - განაცხადა მან.