Daily Mail-ის ინფორმაციით, "ლივერპულის" მეკარე ალისონ ბეკერი მამის გარდაცვალების გამო სასოწარკვეთილია და ბრაზილიაში გამგზავრება სურს, თუმცა ეს პრაქტიკულად გამორიცხულია.
ამავე წყაროს თქმით, კორონავირუსით განპირობები შეზღუდვების გამო სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის უკან ინგლისში დაბრუნება სერიოზულ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული.
გარდა ამისა, ალისონის მეუღლე 28 კვირის ორსულია და ეს დამატებით ბარიერს ქმნის ბრაზილიაში გამგზავრებისთვის.