რამდენიმე დღის წინ ბრაზილიაში "ლივერპულის" მეკარის ალისონ რამზეს ბეკერის მამა ტრაგიკულად გარდაიცვალა.
აღნიშნულ ფაქტს გამოხმაურება მთელ მსოფლიოში მოჰყვა, სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელმა თანადგომის უამრავი გზავნილი მიიღო, მათ შორის მთავარი საფეხბურთო მეტოქეებისგანაც კი.
საერთაშორისო საზოგადოებას ალისონმა მადლობა ემოციურად, სოციალური ქსელის საშუალებით გადაუხადა:
"მსურს მადლობა გადაგიხადოთ ყველა კეთილი გზავნილისა და თანადგომისთვის. ჩვენი ოჯახი დიდ სიყვარულს გრძნობს. დაე, ღმერთმა დაიფაროს ყველა ჩვენგანის სიცოცხლე". - წერს ალისონი.
ბოლო ინფორმაციით, ალისონს მამის დაკრძალვაზე წასვლა ძალიან გაუჭირდება.