"ლივერპული" ახლოსაა 80 მილიონი ფუნტი დაკარგოს

"ლივერპული" ახლოსაა 80 მილიონი ფუნტი დაკარგოს

Liverpool Echo-ს ინფორმაციით, "ლივერპულმა" შესაძლოა 80 მილიონი ფუნტის შემოსავალი დაკარგოს კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებისა და მატჩების უმაყურებლოდ ჩატარების გამო.

2018/19 წლის სეზონში მერსისაიდულმა გრანდმა მხოლოდ დასწრებით 85 მილიონი ფუნტის გამომუშავება მოახერხა, ხოლო წელს "ენფილდზე" კლუბმა მხოლოდ 3 შეხვედრაზე მოახერხა 2000 ქომაგების დასწრების უზრუნველყოფა.

"ლივერპულზე" მეტი ზარალი შესაძლოა პრემიერ ლიგის მხოლოდ 2 გუნდს ჰქონდეს - "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალს".

ბრიტანეთის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, "წითლებს" "ენფილდზე" მხოლოდ პრემიერ ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში შეუძლიათ 10 000 ქომაგს მისცენ სტადიონზე შესვლის უფლება.

1 თვის წინ
729 / 0
Gerrard
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 187
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ