ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჯორდან ჰენდერსონს ექვსიდან რვა კვირამდე გაუცდება. კაპიტანმა დაზიანება "ევერტონთან" შეხვედრაში მიიღო.
აქვე ჰენდერსონის პოსტი სოციალურ ქსელში: "მართალია, ტრავმის გამო დიდი დრო მიცდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მდგომარეობაშიც ბიჭებს ფსიქოლოგიურად გვერდში დავუდგე."
"ლივერპულში" ტრავმების ეპიდემია გრძელდება და საკადრო პრობლემები თამაშის ხარისხზეც აშკარად უარყოფითად აისახა.