სალაჰი: "ფეხბურთის თამაშს ამ ასაკამდე ვაპირებ"

სალაჰი: "ფეხბურთის თამაშს ამ ასაკამდე ვაპირებ"

ბევრს ეგონა, რომ მუჰამედ სალაჰი თავის პიკს უკვე გამცდარი იყო და ვეღარასდროს დაუბრუნდებოდა 2018-2019 წლების ფორმას, თუმცა ეგვიპტელი კრიტიკოსების გაჩუმებას აგრძელებს. ამ სეზონში მო იმაზე უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე. მან ზედიზედ 9 თამაშში მოახერხა გოლის გატანა, თან ეს გოლები გასაოცარი სილამაზით გამოირჩევა.

ეგვიპტელის კონტრაქტი კვლავ განხილვის დიდ საგნად რჩება. მოს დარჩენა სურს, თუმცა კლუბი მისი ასაკიდან გამომდინარე არ თვლის, რომ ასეთი მაღალი ხელფასი უნდა გადაუხადოს სალაჰს. თუმცა, დიდი შანსია, სალაჰი რამდენიმე წელიწადშიც ამავე დონეს აჩვენებდეს. ფეხბურთელი თავად თვლის, რომ კარიერის დასრულებამდე ძალიან დიდი დროა. მისი თქმით:

"ფეხბურთისთვის თავის განებებას 39 წლის ასაკამდე არ ვაპირებ."

რამდენად რეალურია მისი ეს განცხადება არავინ იცის. ამ ასაკში ის ძალიან შენელებული იქნება, თუმცა იქნებ ეგვიპტელის გეგმაში 36-მდე "ლივერპულში" დარჩენაა და შემდეგ, არაბეთის რომელიმე კლუბში გადასვლა. ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს.

1 თვის წინ
780 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 609
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ