რა უთხრა სალაჰმა "უოტფორდის" მეკარეს მატჩის შემდეგ - ბენ ფოსტერი ეგვიპტელს აქებს

რა უთხრა სალაჰმა "უოტფორდის" მეკარეს მატჩის შემდეგ - ბენ ფოსტერი ეგვიპტელს აქებს

"ლივერპულმა" "უოტფორდის" წინააღმდეგ უადვილესად, ანგარიშით 0-5 იმარჯვა. ამ მატჩში გამოსარჩევი იყო სალაჰის ულამაზესი გოლი, რომლის დროსაც ის 3 ფეხბურთელს გასცდა და მეკარე, ბენ ფოსტერს მარცხენა ფეხით გაუტანა.

მატჩის შემდეგ კამერებმა დააფიქსირა ფოსტერისა და სალაჰის საკმაოდ დიდხნიანი საუბარი. ეს მეკარე პრემიერ ლიგის ვეტერანად ითვლება და ცნობილია საკუთარი იუთუბ არხის გამო. მატჩის შემდეგ, ფოსტერი ეგვიპტელთან მის საუბარს შეეხო. მისი თქმით:

"მატჩის შემდეგ, რომელშიც 5-0 გაგვანადგურეს, სალაჰმა დამიძახა. პირზე ხელაფარებულმა მკითხა, თუ რომელ კუთხეში გადავხტებოდი, მას რომ პენალტი დაერტყა. მეც ვუთხარი, რომ მას ბოლო 5 პენალტი მეკარისგან მარჯვნივ ჰქონდა დარტყმული და მეც მაქეთ გადავხტებოდი-თქო. მან კი მადლობა მომიხადა და მითხრა, რომ მას ეს აუცილებლად უნდა სცოდნოდა. აი ამიტომაა სალაჰი საუკეთესო. ის ყოველთვის წინასწარ ფიქრობს."

 

1 თვის წინ
261 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 609
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ