კლოპს "ლიდსიდან" ახალი რჩეული ჰყავს - "ლივერპული" სატრანსფერო ბრძოლაში ერთვება

კლოპს "ლიდსიდან" ახალი რჩეული ჰყავს - "ლივერპული" სატრანსფერო ბრძოლაში ერთვება

კელვინ ფილიფსი ბოლო ხანებში "ლიდსის" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, რამაც მის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაზარდა.

Daily Star იტყობინება, რომ ერთ-ერთი გუნდი, რომელიც მისით დაინტერესდა, "ლივერპულია". მეტიც - მერსისაიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ახალგაზრდა ბრიტანელი ნახევარმცველის დიდი თაყვანისმცემელია.

წყაროს ინფორმაციით, "ლივერპული" ფილიფსისთვის სატრანსფერო ბრძოლაში მომდევნო ზაფხულში ჩაერთვება, მისი ღირებულება კი 60 მილიონ ევროს შეადგენს.

როგორც ირკვევა, კელვინის ყიდვა "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესებშიც შედის, თუმცა არჩევანის შემთხვევაში, "ლიდსის" ფეხბურთელი ენფილდზე თამაშს ანიჭებს უპირატესობას.

 

1 თვის წინ
387 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 609
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ