"ლივერპულის" რომელი ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ გუნდურ ვარჯიშებს?

"ლივერპულის" რომელი ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ გუნდურ ვარჯიშებს?

"ლივერპულს" ტრავმირებული ფეხბურთელები მოუგროვდა. განსაკუთრებული კრიზისი შეინიშნება ნახევარდაცვაში. გუნდს ამ დღეებში გამოაკლდნენ კეიტა, მილნერი და ფაბინიო, ამასთან უკვე დიდი ხანია არ ჩანს ტიაგოც.

საბედნიეროდ, ამ სიიდან ორმა ფეხბურთელმა მოიშუშა დაზიანებები და უკვე განაახლეს ვარჯიში. ერთ-ერთი მათგანია ტიაგო, რომელსაც მართლაც დიდი ხანი დასჭირდა წვივის ტრავმის მოსარჩენად.

მეორე დაბრუნებული კი ნაბი კეიტა გახლავთ. პოგბას ვარდნა მასზე მართლაც საშინელი ჩანდა, რის გამოც ნაბი საერთოდ საკაცით გაიყვანეს. თუმცა სკანირებებმა ვერაფერი აღმოაჩინა და კეიტა უკვე ვარჯიშობს. მას შეჯახების ეპიზოდში ძალიან გაუმართლა, რომ ფეხი ჰაერში ჰქონდა და კოჭი არ მოტყდა.

1 თვის წინ
291 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 609
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ