როგორც მოგეხსენებათ, სტივენ ჯერარდი "სტონ ვილას" ახალი მწვრთნელია. მან გუნდთან ერთად უკვე 2 მატჩიც ჩაატარა და მისი გუნდისთვის ორივე მატჩი დადებითი შედეგით დასრულდა.
Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელ სპეციალისტს თავის გუნდში "ლივერპულის" მცველის, ჯო გომეზის ხილვა სურს. წყაროს თქმით ინგლისელს მისი მოყვანა იჯარის წესით სურს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ჯო გომეზმა მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 300 წუთამდე გაატარა მოედანზე.