"ამ მხრივ, კლოპს ევროპაში ვერავინ სჯობნის", - რანგნიკის განცხადებები "ლივერპულზე" წარსულში

"ამ მხრივ, კლოპს ევროპაში ვერავინ სჯობნის", - რანგნიკის განცხადებები "ლივერპულზე" წარსულში

აწ უკვე ოფიციალურად - "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სეზონის დასრულებამდე რალფ რანგნიკი იქნება. 

ის "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის მენტორია. საინტერესოა, რას ამბობდა რანგნიკი მერსისაიდულ გრანდზე უახლოეს წარსულში:

"რობერტო ფირმინო, მო სალაჰი, სადიო მანე - 3 ფეხბურთელი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც შესანიშნავად შეთამაშნდნენ. როდესაც ისინი "ლივერპულს" შეუერთდნენ, ამ დონის ფეხბურთელები არ ყოფილან, მეტიც, ასეთი პრესინგის თამაში არც ერთ მათგანს შეეძლო, ეს ყველაფერი კი მთავარი მწვრთნელისა და სტაფის დამსახურებაა.

იმ ლეველს, რომელსაც ეს 3 მოთამაშე ბოლო წლების განმავლობაში გვანახებენ, მწვრთნელის დიდი დამსახურებაა."

ამასთან ერთად, მან კონკრეტულად კლოპის თაობაზეც ისაუბრა:

"მას ჩემი 4 ყოფილი ფეხბურთელი ჰყავს - რობერტო ფირმინო, ჯო მატიპი, ნაბი კეიტა და სადიო მანე, ეს კი იმიტომ, რომ ორივენი მსგავსი სტილის ფეხბურთის მოყვარულნი ვართ. 

ვფიქრობ, ევროპის მასშტაბით, ყველაზე მეტი ჩემი ფეხბურთელი ამჟამად კლოპის განკარგულებაშია", - განაცხადა რალფმა.

1 თვის წინ
340 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 714
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ