პიტერ კრაუჩი: "ეს ფაქტორი "ლივერპულს" საჩემპიონო რბოლაში ხელს შეუშლის"

პიტერ კრაუჩი: "ეს ფაქტორი "ლივერპულს" საჩემპიონო რბოლაში ხელს შეუშლის"

პრემიერ ლიგის ამ სეზონში გამოიკვეთა 3 მთავარი ფავორიტი: "ლივერპული", "ჩელსი" და "სიტი". ეს გუნდები მართლაც გასაოცრად გამოიყურებიან და ბევრის აზრით, სეზონის ბოლოს დაძაბულ რბოლაში გადაწყდება ჩემპიონის ვინაობა.

"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად, საფეხბურთო ჟურნალისტი ამ სამივე კლუბს ძალიან აქებს. მისი თქმით:

"კლოპის გუნდს მსოფლიოს ნებისმიერი გუნდის განადგურება შეუძლია. იმავე ეხება "სიტისაც", "ჩელსიც" შედეგებს დაუბრკოლებლად იღებს. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ იანვრის პერიოდი, რომლის დროსაც "ლივერპულს" სალაჰისა და მანეს აფრიკაში გაშვება მოუწევს, დიდ პრობლემას წარმოადგენს ამ კლუბისთვის. ამ ორ ფეხბურთელს შესაძლოა 5 პრემიერ ლიგური ტურის გამოტოვება მოუწიოს. მათ კი დიდი შემადგენლობა არ ჰყავთ."

დანამდვილებით ვიცით, რომ სალაჰსა და მანეს "ბრენტფორდისა" და "კრისტალ პალასის" მატჩების გამოტოვება მოუწევთ. კლუბი კი, ამჟამად, ცდილობს "ჩელსისთან" და "ლესტერთან" ისინი მაინც ვიხილოთ.

1 თვის წინ
258 / 0
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 714
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ