7 რამ, რაც "ლივეპულის" სეზონის ნახევარმა დაგვანახა

7 რამ, რაც "ლივეპულის" სეზონის ნახევარმა დაგვანახა

პრემიერ ლიგის სეზონის ნახევარი დასრულებულია. "ლივერპულმა" დრამატული მოვლენებით დახუნძლული 19 თამაში განვლო.

სექტემბრიდან დღემდე პერიოდმა უამრავი პრობლემა წარმოაჩინა. როგორც აღმოჩნდა, "ლივერპული ისეთივე ძლევამოსილი აღარაა, როგორიც გასულ სეზონებში იყო. ეს კი კონკრეტული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებითაა განპირობებული.

thisisanfield-ის მიმომხილველმა ჯეკ ლასბიმ გამოკვეთა 7 მთავარი ნიშანი, რაც "ლივერპულის" განვლილ შეხვედრებში გამოჩნდა.

1. გუნდს აუცილებლად სჭირდება ცენტრალური მცველი.


ყველაზე მთავარი პრობლემა გუნდისთვის ახლა ცენტრალური დაცვის ხაზშია. თამაშიდან თამაშამდე გუნდს ამ რგოლში სულ უფრო უჭირდა. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ლივერპულმა" დაცვის ცენტრის გაძლიერების კუთხით არ იაქტიურა, რაც შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს სეზონის მეორე ნახევარში.

2. ყველაფერს ვერ დაგეგმავ


სეზონის სტარტზე "ლივერპული" კვლავ ძალიან საშიში ჩანდა. ზაფხულის ტრანსფერების შემდეგ (ციმაკასი, ჟოტა, ტიაგო) თითქოს სიღრმეც მეტი გაჩნდა და პრობლემები საერთოდ აღარ უნდა ყოფილიყო, თუმცა ბევრი რამ ძალიან ცუდი სცენარით განვითარდა. დაიმტვრა ვან დეიკი, ჟოტა, COVID 19-მა კლუბს თავისი დაღი დაასვა. ასე რომ, სამომავლოდ მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელების კიდევ უფრო მეტი რამის გათვალისწინება მოუწევთ. 

3. ყველა ახალგაზრდა ტრენტი ვერ იქნება


კლოპის "ლივერპულის" ერთ-ერთი მთავარი ძალა ახლგაზრდებთან სწორი მუშაობაა. მათი აღმოჩენა, განვითარება და ძირითადი გუნდის ნაწილად ქცევა, თუმცა მიმდინარე სეზონში გამოჩნდა, რომ ყველა ახალგაზრდა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის დონეზე ვერ გავა და თითოეულ მათგანს შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს ადაპტაციისთვის. მაგალითად, ნეკო და რის ვილიამსები სათანადოდ ვერ გამოიყურებიან და მათ მიმართ სულ უფრო ხშირად ისმის კრიტიკული კომენტარები.

4. მემკვიდრეობის გადაცემის პროცესი დაწყებულია


ცოტა ხნის წინ ჯეიმი კარაგერმა დააანონსა, რომ ფირმინო-სალაჰი-მანეს ტრიო გარკვეულ მონაკვეთში დაიშლება და მასში ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო. ფაქტია, რომ ამ სეზონში ამ პროცესის დაწყების გარკვეული კონტურები გამოჩნდა. ტრიოს ურყევობაში კორექტივები შეიტანა დიოგო ჟოტამ. ფირმინოს არასტაბილური ფორმის ფონზე პორტუგალიელმა ყველა გააკვირვა. ტრავმამდე ჩატარებულ 17 შეხვედრაში მან 9 გოლი გაიტანა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც მოგვევლინა.

5. კლოპს მომავალი ვარსკვლავები შესაძლოა ახლა იჯარით ყავდეს გაშვებული


თვალშისაცემია "ბლექბერნში" განათხოვრებული ჰარვი ელიოტის პროგრესი. ახლგაზრდა ფეხბურთელმა, რომელსაც "ლივერპულში" სათამაშო დრო არ ეძლეოდა, ჩემპიონშიფში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე მის ანგარიშზე უამრავი KEY გადაცემაა და ასისტენტობის ბევრ კომპონენტში ჩემპიონშიფში მოწინავე პოზიციაზეა. ასე რომ ,სამომავლოდ შესაძლებელია ელიოტი "ლივერპულის" შეუცვლელ წევრადაც მოგვევლინოს.

6. ფაბინიოს, შესაძლოა, "ლივერპულის" ყველაზე ფასეული ფეხბურთელია.


ფაბინიოს ზურგზე სეზონის პირველ ნაწილში ბევრმა რამ გადაიარა. სალაჰი დაფრინავს, ჟოტამ ყველა გააოცა, რობერტსონი ფორმის პიკშია, ალისონი ისევ ისეთი სტაბილურია, თუმცა ბევრი ექსპერტის აზრით, შესაძლოა "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი სწორედ ფაბინიოა. ბრაზილიელი გუნდისთვის გადაუდებელი დახმარებასავით აღმოჩნდა დაცვის ცენტრში. მისმა თამაშის ხარისხმა "ლივერპულზე" უდიდესი ზეგავლენა მოახდინა.

7. ეს სეზონი სხვებს არ ჰგავს


"ბარნლისთან" წაგებით "ენფილდზე" "ლივერპულის" 68 მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა. 2020/2021 წლის სეზონი ყველაზე არაპროგნოზირებადია პრემიერ ლიგის ბოლო სეზონებს შორის. "ლივერპულთან" ერთად ტიტულისთვის "ლესტერი", "ტოტენჰემი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" იბრძვიან. ასე რომ, ჯერ კიდევ რას გვიმზადებს ეს სეზონი, რთული მისახვედრია. 

1 თვის წინ
249 / 3
Gerrard
user
CHIPE888 მთლიანი სეზონი ფორსმაჟორია და გუნდებს ახალ რეალობასთან შეგუება უწევთ. 2-3 დღეში თამაშები და მოსამზადებელი პერიოდის არ ქონამ განაპირობა პრობლემები,რისგანაც არცერთი გუნდი არაა დაზღვეული. ჩვენ მაგრად ვიდექით,მარა ჩავარდნა დაგვეწყო,მანამდე სიტის ქონდა და ვის როდის მოუწევს არავინ იცის. ესაა მთავარი ფაქტორი და არა ის 7 რაღაც რო ჩამოწერეს მომაკვდინებელი ცოდვასავით. ნორმალურ სიტუაციაში იმ რის ვილიამს შეაჩვევდა დიდ გუნდს და თასებზე ათამაშებდა,მარა ფორსმაჟორია ეხლა. კერტის ჯონსი წინა სეზონიდან არის დიდ გუნდში და კი ვნახეთ რა დონეზეც ჩაჯდა შემადგენლობაში. ასევეა ნეკოს ფაქტორი და ის რო მფლობელები ფულს არ ხარჯავენ ეგ ტყუილია. ლივერპულს არ დასჭირვებია ლიდერების გაყიდვა და სახელფასო ჭერი შენარჩუებულია + 3 ფეხბურთელი მოვიყვანეთ. კი მცველი უნდა გვეყიდა,მარა რანაირად უნდა წარმოიდგინო რო 3 მცველიდან სამივე ერთად გაიტრანვებოდა და 2 მათგანი უმძიმეს ტრანვას მიიღებდა. საინტერესოა ამ ჟურნალისტმა თუ იცოდა პიქფორდი ასე თუ მოიქცეოდა?! დეიკი ყველაზე სტაბილური მცველი გვყავდა,რომელიც 1 ან 2 თამაშს ტოვებდა სეზონში და იმ ნაბიჭვარმა ფეხი მოტეხა. თუ გომესი და მატიპი არ იქნებოდა,მაშინ ფაბინიო დადგებოდა,ეს იყო გეგმა. ამიტომაც არ გაუშვეს ჯინი და ამიტომ მოიყვანეს ტიაგო. დიდი ალბათობით მცველიც უნდოდათ,მარა სასურველი კადრი ვერ მოიძებნა სასურველ ფასში. ერთი რაც დაგვანახა ამ 19 თამაშმა არის ის რო კორონაა და ვიღაცებს თამაშები გადაუდეს და ვიღაცას არა,ვიღაცას ვარი წყალობს და ვიღაცას არა,ვიღაცა ისჯება და ვიღაცა არა. ლივერპული ისევე ძლიერია და თუ ჩემი არ გჯერათ,მაშინ ის შედეგებიც დაუმატეთ,სადაც ვარმა გაგვწირა და მიხვდებით,სადაც უნდა იყოს გუნდი ეხლა. სატურნირო ცხრილს ჩახედეთ და თუ ნახეთ ყველაზე მეტი გატანილი გოლი არ გაგიკვირდეთ,ასევე სალაჰს 12 გოლს ვერავინ გადაახტა. იუნაიტედის დაცვას ხო აქებენ და 25 გოლი აქვთ გაშვებული,როცა ლივერპულს 22. დაცვის რამდენი წყვილი გამოვიცვალეთ და სამივე მეკარე ვათამაშეთ. კი კაცო კრიზისშია გუნდი ხო :) დადგება თებერვალი და დავადუღებთ ნებისმიერს,კლოპი რაღაც ახალს ამუშავებს და აგერ ნახავთ ყველა. 
user
a.reversi სეზონმა ის რომ სულ არ გაგიმართლებს ტრავმებში. კიდე ის რომ მიუხედავად უდიდესი დანაკლისისა იანვრამდე გუნდმა მონდომებით ლიგაზეც და ეპლშიც თავი გაართვა ყველაფერს და მანდ ჭირდებოდა მფლობელების დახმარება მაგრამ დაიკიდეს არ მოიყვანეს თუნდაც არენდით ვინმე საშალო დონის მცველი და მიიღეს კიდეც შედეგი. ყველაზე დიდი პრობლემა მცველების არ ყოლა კი არა ფაბინიოს და ჰენდერსონის (ზოგჯერ ესეც მცველად დგას) ფიზიკურობის და ჯანიანობის დანაკლისია მოედნის ცენტრში. ნებისმიერი ჩლუნგი კუნთებიანი მაგ. მაკტომინეი სერიოზულ უპირატესობას იღებს ცენტრში ჩვენთან
user
Gerrard დავამატებდი, რომ დაცვის მარჯვენა ფლანგის ალტერნატივებზეც სამუშაოა. ფაქტია, ტრენტის ცუდი ფორმა გვაზარალებს და ხანდახან შემცვლელი სჭრიდება მას
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ LIVERPOOLFC.GE-ის?

დადებითად
უარყოფითად
ჯერ მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 190
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, კეიტა, ფაბინიო, ჟოტა

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ