რამდენიმე მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, "ლივერპულმა" "ბრენფორდი" დამაჯერებლად, 3-0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ტრადიციულად, იურგენ კლოპმა გამარჯვება ფანებთან ერთად, ემოციურად აღნიშნა.
პრემიერ ლიგის ლეგენდამ, ალან შირერმა, გერმანელ სპეციალისტზე საინტერესო კომენტარი გააკეთა:
"ამ მომენტში მივხვდი, რომ კლოპს ჩემპიონობის კვლავ სჯერა, ეს ემოციებში იგრძნობოდა. ეს ის მატჩი იყო, რომელიც "ლივერპულს" აუცილებლად უნდა მოეგო. რამდენიმე სახიფათო მომენტი იყო, მაგრამ საბოლოოდ, მათ ეს მოახერხეს", - განაცხადა შირერმა.
ამჟამად, "ლივერპული" პრემიერ ლიგის ცხრილში მეორე პოზიციაზეა.