მოჰამედ სალაჰი FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მესამე პოზიციას დასჯერდა.
ცნობილი გახდა, თუ ვის მისცა ეგვიპტელმა ფეხბურთელმა ხმები - როგორც აღმოჩნდა, მომ პირველ ადგილზე ლონდონის "ჩელსის" ვარსკვლავი, ჟორჟინიო გაიყვანა.
სალაჰის ხმებში მეორე ადგილი ლეო მესიმ დაიმსახურა, რომელმაც გასულ წელს კოპა ამერიკის პირველად მოგება მოახერხა. რაც შეეხება მესამე პოზიციას, აქ რობერტ ლევანდოვსკი გავიდა.
ვირჯილ ვან დაიკის შემთხვევაში, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა -
- მო სალაჰი
- რობერტ ლევანდოვსკი
- ნ'გოლო კანტე.