დიდი ხანია, იურგენ კლოპი "ლესტერის" ვარსკვლავის, იური ტილემანსის ტრანსფერითაა დაინტერესებული.
გასულ ზაფხულში, მერსისაიდულმა გრანდმა "მელიების" დაყოლიება ვერ შეძლეს, მაგრამ შესაძლოა, სიტუაცია ამ შემთხვევაში შეიცვალოს.
El Nacional იტყობინება, რომ ზაფხულში, "ლივერპული" მზადაა "ლესტერს" 35 მილიონი გადაუხადოს, რაც მათთვის საკმაოდ დამაკმაყოფილებელი შეთავაზებაა.
აღსანიშნავია, რომ ტრანსფერი იურგენ კლოპის ინტერესებში შედის, რომელიც 24 წლის ბელგიელით მოხიბლულია.