უკვე ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე, ჩატარდება პრემეირ ლიგის 2021/22 წლების სეზონის ბოლო ტური, სადაც ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა.
თუ "ასტონ ვილამ" "მანჩესტერ სიტის" დამარცხება შეძლო და "ლივერპულმა" თავისი მატჩი მოიგო, მერსესაიდები გაჩემპიონდებიან.
თამაშის წინ, "ვილას" თავკაცმა, სტივენ ჯერარდმა ამის შესახებ ისაუბრა.
"შაბათს გავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქულები მოვიპოვოთ "სტონ ვილასთვის" და ჩვენი გულშემატკივრებისთვის. თუ ეს გარდაუვლად "ლივერპულსაც" დაეხმარება ეს ფანტასტიური იქნება."
"სიტი" ხვალ დიდი წნეხის ქვეშ მოექცევა. საუკეთესოდ მომზადებულები წავალთ იქ და შევეცდებთ საქმე მაქსიმალურად გავურთულოთ. რატომ? რადგან გვინდა მე-14 ადგილზე მაღლა ვიყოთ და ამისთვის ქულები გვჭირდება." - თქვა ჯერარდმა.