ტიაგო ალკანტარამ ვულვზთან შეხვედრა ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა, შეიძლება, მისი ტრავმა სერიოზული აღმოჩნდეს.
ვულვზთან მატჩის შემდეგ, იურგენ კლოპმა მედიასთან ტრადიციული კომენტარი გააკეთა, სადაც ესპანელი ნახევარმცველის დაზიანებასაც შეეხო:
"ერთი შეხედვით, სიტუაცია ცუდადაა. მან მოედანი თავად დატოვა და სიარული შეეძლო - ერთადერთი დამაიმედებელი რამაა, რისი თქმაც შემიძლია. უფრო მეტს გამოკვლევების შემდეგ გავიგებთ.
ახლა იმედგაცრუებულნი ვართ. დღეს მეტს ვერ გავაკეთებდით, უნდა მოგვეგო და ასტონ ვილას იმედად ვყოფილიყავით. ბირმინგემელებმა სიტი შეაწუხეს, ისევე როგორც ჩვენ შეგვაწუხა ვულვზმა, მაგრამ სიტიმ კრიტიკულ სიტუაციაში მოიგო, ამიტომაც არიან ჩემპიონები", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 28 მაისს ლივერპულს მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელოდება.