როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, მიუნხენის "ბაიერნი" "ლივერპულის" თავდამსხმელის, სადიო მანეს დამატებით დაინტერესდა.
BILD-ის ინფორმაციით, ახლა "რეკორდმაისტერის" გეგმები კიდევ უფრო გასერიოზულდა და ისინი სენეგალელ ფეხბურთელს ზაფხულის მთავარ სამიზნედ განიხილავენ.
დიდი ალბათობით, რობერტ ლევანდოვსკი გერმანულ კლუბს დატოვებს და სწორად ამიტომ, "ბაიერნი" მანეს ტრანსფერს სერიოზულად მიუდგა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის 50 მატჩში სადიოს 23 გოლი და 5 ასისტი დაუგროვდა.