Sportbild-ის ჟურნალისტის, კრისტიან ფოლკის ინფორმაციით, თუ "ლივერპულმა" შეძლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის "რეალის" დამარცხება და თასის აღმართვა, მანე-ფირმინო-სალაჰის ტრიოდან ერთ-ერთი გუნდს დატოვებს.
ამ იდეის უკან იურგენ კლოპი დგას. გავრცელებული ინფორმაციით, მწვრთნელს გუნდში ახალი სისხლის და კონკურენციის შემატება სურს.
სამივე ფეხბურთელს კონტრაქტის ხანგრძლივობა 2023 წელს ეწურება და შესაძლოა ერთ-ერთი მათგანი ამ წლის ზაფხულშიც წავიდეს.