ელიოტი: “ლივერპულში” ამის გაკეთება მინდა”

ელიოტი: “ლივერპულში” ამის გაკეთება მინდა”

როგორც მოგეხსენებათ, ჰარვი ელიოტმა "ლივერპულთან" ახალი კონტრაქტი, 2027 წლამდე გააფორმა.

ხელის მოწერის შემდეგ, ინგლისელმა ახალგაზრდამ მცირე კომენტარი გააკეთა.

"იმედი მაქვს ჩემი კარიერა აქ დამთავრდება. აქ ამისთვის მოვედი. მინდა დავმკვიდრდე ამ გუნდში და რაც შეიძლება მეტი ვითამაშო "ლივერპულში". სულ ეს არის, რისი გაკეთებაც მინდა."

"უბრალოდ მაისურის ჩაცმა, გასვლა, თამაში და სიამოვნება მინდა, რადგან ბავშვობაში, დღის ბოლოს უკანა ბაღში ვთამაშობდი, ლივერპულის მაისურით. გოლებს ვიღებდი და თავს ამ მოთამაშეებად წარმოვიდგენდი და ახლა მათთან ერთად ვთამაშობ."

"ეს ის მოგონებებია, რომლებიც მე თვითონ მინდა შევქმნა და მომავალ წლებში გავიხედო უკან და ვიფიქრო: „დიახ, ეს ოცნებაა“ და ბედნიერი ვარ, რომ ვოცნებობდი ამაზე და მივაღწიე ამას." - თქვა ელიოტმა.

1 თვის წინ
383 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 341
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ