„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰის კონტრაქტის შესახებ მედიასთან ისუაბრა.
„სალაჰის კონტრაქტის სიტუაცია „ლივერპულის“ თამაშზე ვერ აისახება. ეს მსოფლიო ფეხბურთში ჩვეულებრივი მოვლენაა.
ჩვენ შეკითხვებს გვისვამენ, ჩვენ კი ვპასუხობთ - ეს ასე მუშაობს. საუბარს ჩვენ არ ვიწყებთ. არ მგონია, რომ ეს ამ სეზონში მასზე როგორღაც აისახოს.“ - აცხადებს კლოპი.
პრესაში ბოლო დროს იწერება, რომ „ლივერპულმა“ სალაჰსა და ვან დეიკს შორის, კონტრაქტის გახანგრძლივების პრიორიტეტად ჰოლანდიელი მცველი ამოირჩია.
ეგვიპტელზე კი პრესა წერს, რომ მას კარიერის გაგრძელება სხვა გუნდში სურს - „რეალში“ ან „ბარსელონაში“.