აშკარაა, რომ კლოპი სერიოზულად არის დაინტერესებული ლივერპულის რეზერვებთან ერთად ლივერპულის 18 წლამდელთა გუნდიც გააძლიეროს. სწორედ ეს გუნდი ასპარეზობს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე.

მერსისაიდელები ძალიან ახლოს არიან 16 წლის პოლონელი გოლკიპერის, იაკუბ ოირზინსკის გადმობირებასთან. სატრანსფერო დეტალები უკვე შეთანხმებულია. 2003 წელს დაბადებულ მეკარეს უკვე აქვს თამაშები ჩატარებული “ლეგია 2”-ში და პოლონეთის 16 წლამდელთა გუნდში.

ამ ტრანსფერში საყურადღებო ის არის, რომ მეკარის წაყვანა “მანჩესტერ იუნაიტედს” ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ბოლო მომენტში არჩევანი ლივერპულზე გაკეთდა. მერსისაიდელებმა მის სანაცვლოდ 200 000 ფუნტი გადაიხადეს.

აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლივერპული სიმონ მინოლეს წასვლის შემთხვევაში ეძებს სოლიდურ სათადარიგო მეკარეს, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი “ვესტ-ჰემის” მეკარე ადრიანია.