რამდენად რეალურია ვირჯილის ევრო 2021-ზე ხილვა- კლოპის კომენტარი

რამდენად რეალურია ვირჯილის ევრო 2021-ზე ხილვა- კლოპის კომენტარი

„ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვირჯილ ვან დეიკი, ჯერ კიდევ ტრავმიდან რეაბილიტაციის პროცესს გადის და საეჭვოა, რომ ის ევრო 2021-ზე ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება. 

იურგენ კლოპმა ამ საკითხთან დაკავშირებით Sky Sports-თან ისაუბრა:

არ შეიძლება, რომ 10-11 თვის უქმობის შემდეგ, 1 კვირა ივარჯიშო და მაშინვე მოედანს დაუბრუნდე. ეს წარმოუდგენელია. ნიდერლანდელებს შემიძლია ვუთხრა, რომ მას არ ვაკავებთ, თუმცა, ამასთან ერთად, ჩვენ ვირჯილის ჯანმრთელობასა და კარიერაზე ვსაუბრობთ.

ვან დეიკი ცდილობს, რომ ფორმაში რაც შეიძლება მალე მოვიდეს. არ ვიცით, როდის მოახერხებს სრულ რეაბილიტაციას, თუმცა საეჭვოა, რომ ეს ევროპის ჩემპიონატამდე მოახერხოს. მას ჯერ ბურთთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშიც კი არ დაუწყია და ამას კიდევ რამდენიმე კვირა ვერ მოახერხებს, ამიტომ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოასწროს ნიდერლანდების ნაკრების დახმარება,"-განაცხადა კლოპმა.

 

1 თვის წინ
213 / 0
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 203
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ