Teamtalk: "ლივერპულმა" ზაფხულის მეორე ტრანსფერი შეათანხმა

Teamtalk: "ლივერპულმა" ზაფხულის მეორე ტრანსფერი შეათანხმა

უკვე დიდი ხანია, რაც "ლივერპულს" "ზალცბურგის" ერთ-ერთ ლიდერს, პატსონ დაკას უკავშირებენ. 

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ზამბიელი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ზალცბურგს" დატოვებს და კარიერას უფრო კონკურენტუნარიან და ძლიერ ევროპულ კლუბში გააგრძელებს. 

Teamtalk იტყობინება, რომ მერსისაიდელებმა დაკას ტრანსფერი შეათანხმა-  ისინი ავსტრიელებს 25 მილიონ ევროს გადაუხდიან, ფეხბურთელთან კი 4 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ. წყარო ირწმუნება, რომ ყველაფერი ოფიციალურ სახეს უახლოეს კვირაში მიიღებს.

 

1 თვის წინ
652 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 271
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ