მარკუს რეშფორდმა ყველაზე რთული ოპონენტები დაასახელა

მარკუს რეშფორდმა ყველაზე რთული ოპონენტები დაასახელა

მარკუს რეშფორდმა გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა, ერთ-ერთი კითხვა კი ყველაზე რთულ ოპონენტებს ეხებოდა.

ინგლისელმა შემტევმა რამდენიმე მცველი ჩამოთვალა, მათ შორის კი "ლივერპულის" ლიდერი, ვირჯილ ვან დეიკი ახსენა.

"რთული კითხვაა, ინდივიდუალური და გუნდური დაცვა განსხვავებულია. ზოგჯერ კარგ გუნდურ დაცვასთან გვიწევს თამაში, მაგალითად ბარნლი. ისინი ყველაფერს ერთად აკეთებენ.

თუ ვინმე მაღალ პრესინგზე მიდის, ყველა ადის. თუ ვინმე დაცვაში ღრმად ჩადის, ყველა უკან ბრუნდება. ზოგჯერ, მათთან სივრცის პოვნა ძალიან რთულია.

თუმცა, არიან ინდივიდუალურად გამორჩეული მცველებიც - ვირჯილ ვან დეიკი, სერხიო რამოსი. რეალთან ამხანაგურ მატჩში გამიჭირდა რაფაელ ვარანთან თამაშიც", - განაცხადა მარკუსმა.

3 დღის წინ
253 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 203
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ