"ლივერპული" "ატალანტას" ვარსკვლავით დაინტერესდა - ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი გაირკვა

"ლივერპული" "ატალანტას" ვარსკვლავით დაინტერესდა - ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი გაირკვა

გასულ სეზონში "ლივერპულს" დაცვის ხაზში, მრავალი ტრავმის გამო დიდი პრობლემები ჰქონდა. მერსესაიდელურმა კლუბმა უკვე გაიფორმა იბრაჰიმა კონატე, თუმცა როგორც ჩანს ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

Calciomercato-ს თქმით, ინგლისური კლუბი დაინტერესებულია კრისტიან რომეროს შეძენით. არგენტინელი დამცველი ამჟამად "იუვენტუსს" ეკუთვნის, თუმცა გასული სეზონი "ატალანტაში" ჩაატარა.

ზემოთხსენებული გამოცემის თქმით, იტალიური მხარე ტრანსფერში €50 მილიონს მოითხოვს. "ბერგამოელებს" ასევე სურთ რომეროს გამოსყიდვა და "ლივერპულს" სატრანსფერო ბრძოლაში ჩაბმა მოუწევს.

აქვე მოგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კრისტიანს 3 გოლი და 5 ასისტი დაუგროვდა.

1 დღის წინ
350 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 203
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ