კლოპმა ვეინალდუმის შემცვლელს ბუნდესლიგაში მიაგნო- მოლაპარაკებები დაიწყო

კლოპმა ვეინალდუმის შემცვლელს ბუნდესლიგაში მიაგნო- მოლაპარაკებები დაიწყო

ერთბაშად რამდენიმე წყარო (BILD, SPORT1) იტყობინებიან, რომ "ლივერპული" "გლადბახის" ნახევარმცველის, ფლორიან ნიუჰაუსის გადაბირებას ეცდება.

გამოცემები იუწყებიან, რომ იურგენ კლოპი ახალგაზრდა გერმანელ ფეხბურთელს ჯინი ვეინალდუმის შემცვლლად განიხილავს, რომელიც მერსისაიდელებთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ "პსჟ"-ში გააგრძელებს კარიერას.

ჯერჯერობით, "ლივერპულს" ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ნიუჰაუსს გამოსასყიდი თანხა არ აქვს, გერმანული მხარე კი ფლორიანის სანაცვლოდ 40 მილიონზე მეტს მოითხოვს.

მეტიც, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა მისმა ღირებულებამ კიდევ უფრო მოიმატოს, თუმცა "ლივერპული" მოლაპარაკებების გამართვას აქტიურად გეგმავს.

1 დღის წინ
168 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 203
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ