რა გეგმები აქვს კლოპს კონატესთან დაკავშირებით

რა გეგმები აქვს კლოპს კონატესთან დაკავშირებით

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულმა" "ლაიფციგიდან" იბრაჰიმა კონატე შეიძინა. გაირკვა რა გეგმები აქვს იურგენ კლოპს ფრანგ დამცველთან დაკავშირებით.

გერმანელ სპეციალისტსს სჯერა, რომ კონატე და ვირჯილ ვან დეიკი მომავალ სეზონში ჩამოაყალიბებენ ძლიერ დუეტს დაცვის ცენტრში. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი ადაპტაციაში არის ის, რომ კონატე თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურ ენაზე.

ჯო გომეზს, ჟოელ მატიპს და ნატ ფილიპსსაც მოუნდებათ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა და ამისთვის აუცილებლად იბრძოლებენ, თუმცა უნ და გავითვალისწინოთ ის, რომ კონატე ზუსტად პირველი 11-ეულისთვის არის ნაყიდი. მომავალ სეზონში მერსესაიდელური კლუბის დაცვის ცენტრში დიდ კონკურენციას ვიხილავთ.

1 თვის წინ
360 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 271
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ