როგორ გამოემშვიდობა კლოპი ვეინალდუმს- ემოციური განცხადება

როგორ გამოემშვიდობა კლოპი ვეინალდუმს- ემოციური განცხადება

ჯინი ვეინალდუმმა "ლივერპული" დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით "პსჟ"-ს შეუერთდა. 

მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელი, იურგენ კლოპი, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას ნიდერლანდელ ნახევარმცველს ემოციურად გამოემშვიდობა:

როგორც გუნდი, ვეინალდუმს მისი ბოლო მატჩისას გამოვემშვიდობეთ, როცა გულშემატკივრებთან ერთად საპატიოდ გავაცილეთ.

ჩვენთვის მისი წასვლა ურთულესი იყო, რადგან ვეინალდუმისნაირი დიდებული პიროვნების გამოკლება დიდი დარტყმაა. ჯინი ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი იყო, რომელიც ძალიან მომენატრება.

ის მომენატრება როგორც პიროვნება, ასევე ფეხბურთელი- ძალიან მაღალი დონის ნახევარმცველი და ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი მოთამაშე, რომელთანაც ოდესმე მიმუშავია. ვეინალდუმისნაირი ფეხბურთელის ყოლა მწვრთნელის ოცნებაა.

ვეინალდუმს "პსჟ"-ში დიდ წარმატებებს ვუსურვებთ. არც გამკვირვებია, რომ ისეთ ძლიერ გუნდში გადავიდა, როგორიც პარიზული კლუბია.

ჯინი, გახსოვდეს, რომ "ლივერპულის" ლეგენდა ხარ- ახლა და ყოველთვის!"-განაცხადა იურგენმა. 

 

1 თვის წინ
191 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 271
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ