იმობილე კლოპზე: "არასდროს დაგავიწყდება მისნაირი ადამიანი"

იმობილე კლოპზე: "არასდროს დაგავიწყდება მისნაირი ადამიანი"

"ლაციოს" სტრაიკერმა, ჩირო იმობილემ, "ლივერპულის" თავკაც იურგენ კლოპზე ისაუბრა.

"იღბლიანი გამოვდექი, რომ მისი მწვრთნელობის პერიოდში მომიწია "ბორუსიაში" თამაში. ის სუპერემოციური მწვრთნელია. ადამიანი, რომლისთვისაც იბრძვი ყოველ ბურთზე. კლოპი შენ უკან რაღაცას ტოვებს. არასდროს დაგავიწყდება მისნაირი ადამიანი", — განაცხადა ჩირომ.

მოგეხსენებათ, გუშინ იმობილემ და იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ეგიდით რომში თურქეთს 0-3 სძლიეს. 31 წლის ფეხბურთელმა კი გოლისა და საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

1 თვის წინ
284 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 271
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ