"ლივერპულმა" მძიმე ბრძოლაში მოიგო

პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურში "ლივერპული" გასვლაზე "შეფილდ იუნაიტედს" დაუპირისპირდა. მერსისაიდელებმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ნახევარში ჟორჟინიო ვეინალდუმმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ გოლის ეპიზოდში ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა მასპინძელთა კიპერმა დინ ჰენდერსონმა.
ამგვრად, 7 ტურის შემდეგ კლოპის გუნდს 21 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. აქვე გეტყვით, რომ მეორე ადგილზე მყოფი "მან. სიტი" დღეს გასვლაზე "ევერტონს" დაუპირისპირდება.
9 კომენტარები