

მადრიდის "რეალისა" და "ლივერპულის" მატჩის წინ კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.
"მესიჯი მოთამაშეებისთვის საკმაოდ მარტივია: ვითამაშოთ საუკეთესო ფეხბურთი, რათა გამოგვივიდეს ისეთივე მატჩი, როგორიც პირველი იყო."
"ჩვენ პირველი წუთიდან ვეცდებით ვითამაშოთ მაქსიმალური ინტენსივობით და ვეცდებით მატჩის მოგებას. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მატჩი ჩვენთვის უფრო რთულია, ვიდრე ლივერპულისთვის."
"ლივერპული მოდის აქ იმისათვის, რომ მაქსიმუმი გააკეთოს პირველი წუთიდან, რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ ეს პირველი მატჩიდან დავინახეთ. ჩვენ თავიდანვე ვეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, მაგრამ უფრო მეტი კითხვა გვაქვს, ვიდრე მეტოქეს."
"კამავინგა ხელშეუხებელია და ვფიქრობ, ეს ასე დარჩება. ფრანგი შეცდომებს უშვებს ხოლმე, თუმცა მისი კარგი თამაშით ეს ყველას ავიწყდება.
"ახალგაზრდა და ენერგიული მოთამაშეები თუ გამოცდილები? ხვალინდელ მატჩში ორივე დაგვჭირდება.
"ვინისიუსი სწორ გზაზეა და ის "რეალში" ისტორიას წერს, როგორც ეს ბენზემამ, მოდრიჩმა და კროოსმა შეძლეს.
"დიდიე დეშამისა და ბენზემას საქმე? ეს უფრო პირადი საკითხია. დეშამი ჩემი ფეხბურთელი იყო და მას პატივს ვცემ. ჩარევა არ მსურს.
"ბენზემა მოუთმენლად ელის ამ შეხვედრას და ის კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია", - თქვა იტალიელმა.