1 კვირის და 1 დღის წინ

"ლივერპულის" ფეხბურთელი გუნდს სეზონის ბოლომდე გამოეთიშა

ავტორი
Aa
სტეფან ბაიჩეტიჩმა დაადასტურა, რომ ის გამოტოვებს სეზონის დარჩენილ ნაწილს ტრავმის მიღების შემდეგ.
ბაიჩეტიჩმა ინსტაგრამზე მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის:
"სამწუხაროდ ტრავმა მივიღე, რომლის გამო სეზონის ბოლომდე გამოთიშული ვარ."
"სამწუხაროა, რომ ჩემთვის ასეთ საოცარ სეზონს უნდა დავემშვიდობო, მაგრამ მესმის, რომ ეს ფეხბურთის ნაწილია და მხოლოდ ფიზიკურად და მენტალურად გამაძლიერებს."
"მე ასევე მინდა გადავუხადო წითლებს მხარდაჭერისთვის, მთელი სეზონის განმავლობაში. გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დავბრუნდე უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე." - დაწერა ბაიჩეტიჩმა.
Facebook კომენტარები