1 კვირის და 1 დღის წინ
კარაგერი: "ამ ფეხბურთელს სერიოზული კონკურენცია სჭირდება"
კარაგერი: "ამ ფეხბურთელს სერიოზული კონკურენცია სჭირდება"
ავტორი
Aa

"ლივერპულის" მორიგი მარცხის შემდეგ, ჯეიმი კარაგერმა მერსესაიდული კლუბის მცველი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გააკრიტიკა.

"ის რაც ახლა ხდება დაცვაში, არ შეიძლება გაგრძელდეს. პრობლემა ისაა, რომ მას არასდროს ჰქონია ნამდვილი კონკურენცია."

"თქვენ ფიქრობთ, ვინ უნდა იყიდოთ, რამდენი უნდა დახარჯოთ, იმისთვის ვინც რეალურად არ ითამაშებს ყოველ კვირა. ამ ეტაპზე "ლივერპულმა" უნდა იყიდოს მარჯვენა მცველი."

"ამ ბიჭს სერიოზული კონკურენცია სჭირდება. ის უმაღლეს დონეზე თამაშობს ხუთი წლის განმავლობაში. მან ფანტასტიკურად ითამაშა და მე ვამაყობ მისით." - თქვა კარაგერმა. 


Facebook კომენტარები