1 კვირის წინ

კიდევ ერთი პრობლემა ბელინგემისთვის ბრძოლაში - რამ შეიძლება შეუშალოს ხელი "ლივერპულს"

ავტორი
Aa
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპული" ჯუდ ბელინგემისთვის ბრძოლას აპირებს, მაგრამ ინგლისელი ფეხბურთელის შეძენა ძალიან რთული იქნება.
პოლ ჯოისი იტყობინება, რომ ბელინგემის მინიმალური ღირებულება 110 მილიონი ევრო იქნება, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს კონკურენციის გამო.
შეიძლება, "ლივერპულს" ჯუდისთვის ბრძოლაში მორიგი პრობლემა შეექმნას - ჩემპიონთა ლიგაზე გაუსვლელობის შემთხვევაში იურგენ კლოპის გუნდისთვის ბელინგემის სანაცვლოდ კოლოსალური თანხის გადახდა მარტივი არ იქნება, ეს კი საგრძნობლად შეამცირებს ტრანსფერის შანსებს.
ამასთან ერთად, ლიგის გარეშე ძალიან რთული იქნება თავად ფეხბურთელის დაყოლიებაც.
Facebook კომენტარები