1 კვირის წინ
ფაბრიციო რომანო: "ლივერპულს უფასოდ მინიმუმ 3 ფეხბურთელი დატოვებს"
ფაბრიციო რომანო: "ლივერპულს უფასოდ მინიმუმ 3 ფეხბურთელი დატოვებს"
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპულში" დიდი ცვლილებები იგეგმება - გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, მოსალოდნელია დანამატებიც.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ მერსისაიდულ გრანდს მინიმუმ 3 ფეხბურთელი უფასოდ დატოვებს. 

რობერტო ფირმინოს შესახებ უკვე ცნობილია - ბრაზილიელისთვის ეს "ლივერპულში" ბოლო სეზონი იქნება, რაც მისმა აგენტმაც და იურგენ კლოპმაც დაადასტურეს.

როგორც აღმოჩნდა, ბობის გზას დაადგებიან ნაბი კეიტაც და ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენიც. ორივე მათგანს "ლივერპულთან" კონტრაქტი ამ ზაფხულში ეწურება.

სავარაუდოდ, წამსვლელთა სია კიდევ უფრო გაიზრდება.


Facebook კომენტარები