1 კვირის წინ
რობერტსონი: "ვერ ვხვდები "ლივერპულის" ამ ფეხბურთელს ასე რატომ აკრიტიკებენ"
რობერტსონი: "ვერ ვხვდები "ლივერპულის" ამ ფეხბურთელს ასე რატომ აკრიტიკებენ"
ავტორი
Aa

"ლივერპულის" მცველმა, ენდრიუ რობერტსონმა, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ის განსაკუთრებული მოთამაშეა და ზოგჯერ ხალხს ავიწყდება რამდენად ახალგაზრდაა ის."

"საუკეთესო მარჯვენა მცველებიც კი არა, ის საუკეთესო ფეხბურთელებს შორისაა."

"მას შემდეგ, რაც ის სცენაზე გამოჩნდა ის აშინებდა... რა გააკეთა ფეხბურთში, რა გააკეთა თამაშში, რა გააკეთა კლუბისთვის, ეს დაუჯერებელია."

"ჩვენ ყველას გვაქვს სისუსტეები. ყველა მცველს ატყუებს გარემარბი. ჩვენ ყველას გვაქვს ცუდი ფორმა."

"შესაძლოა როცა ტრენტი ფორმაში არაა, მასზე უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე სხვა მოთამაშეებზე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვიცი რომ ის ძლიერი ადამიანია და შეუძლია ამის დაბლოკვა."

"ასე რომ, როდესაც მასზე ლაპარაკობენ არ ვნერვიულობ. დიახ, მის მიმართ საკმაოდ მძიმე კრიტიკაა და ვერ ვხვდები რატო." - თქვა რობერტსონმა.


Facebook კომენტარები