1 კვირის წინ
ჯერარდი პრემიერ ლიგის კლუბში - რომელი გუნდი შესაძლოა ჩაიბაროს სტივიმ
ჯერარდი პრემიერ ლიგის კლუბში - რომელი გუნდი შესაძლოა ჩაიბაროს სტივიმ
ავტორი
Aa

რამდენიმე საათის წინ, "კრისტალ პალასმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პატრიკ ვიეირა გაანთავისუფლა, მას შემდეგ, რაც გუნდს ბოლო 12 მატჩიდან 0 გამარჯვება აქვს.

Liverpool Echo-ს ინფორმაციით, "ლივერპულის" ლეგენდა, სტივენ ჯერარდი, "პალასის" მთავარი მწვრთნელის პოზიციისთვის იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ სტივი "ასტონ ვილადან" ოქტომბერში დაითხოვეს, მას შემდეგ რაც მისმა გუნდმა 12 მატჩიდან, მხოლოდ 2-ში მოიგო.

წყაროს თქმით, თავდაპირველად ჯერარდი "პალასის" ჩაბარების ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ახლა "არწივების" მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად როი ჰოჯსონი ითვლება.


Facebook კომენტარები